8 Comments

Thank you so much for celebrating all these brilliant souls.

Expand full comment

Absolutly fascinathing poetry!

Expand full comment

Thank you Erik! These words made me smile. Such perfect images. Thank you for keeping this site and for giving us the joy of reading together ❤️

Expand full comment

I’m a SF chick. Ever cool. & erudite. Rite of passage. Walk North Beach any night. Bring a sweater. SF gets cold to the bone cold. That fog! Sip liqueurs and coffee drinks in all Bob’s favorite places. He may pop in. Break something. Shout. And pop out. Once he stopped. Glanced at me. Made some strange hoodoo gesture. Left . It was as though he had kissed me. I felt smooched. An encounter with Bob was messianic for the Cool, a sighting was a rite of passage.

Expand full comment

*

ეს ქალაქიც

(ბობ კაუფმანს)

*

იმ სხვა ჩემსავით ირიბი გადამთიელის სიტყვებს რომ დავხედე,

მეც ვიცანი,

რომ შენი თვალები შენი სახის ნაზ მიწაზე წამოწოლილი ორი ფოთოლია

იმ ხის შორეული კენწეროდან,

რომელიც შენი გონების ხედ ხარობს

ჩემთვის მიუწვდომელ სხვა სამყაროში

და შენი მზერა გრილი და უხვი ჩრდილია, რომელსაც

თავს აფარებს უკანმოუხედავად პოეტის ფუჭი ჭრიჭინა,

მას რომ სულის მაგივრად ამოხდება ხოლმე

იმ ხალხის ხრიოკ უდაბნოში,

რომელიც იბრალებს სულიერობას, სულიერებას, სულსა და

სხვა ათასნაირ და იაფფასიან სისულელეს.

მე არ ვიცი,

ამ ხალხის ქალებს და კაცებს შეიძლება მართლა აქვთ რაღაც

ბუნდოვანი და გაურკვეველი და მოუხელთებელი, რასაც

სული შეიძლება დაერქვას.

მე მხოლოდ ის ვიცი,

რომ სულის მაგივრად პოეტის გონებაში

შეყუჟულია ზანგი მწერი და ჭრიჭინებს ლექსებს

და კიდევ ის ვიცი,

რომ პოეტი სხვა რომელიმე ჯურის ჯადოქრის არ იყოს,

მოწყვეტილია ადამიანობის,

ხალხის და ქვეყნიერების ფესვებს

და მან, პოეტმა, თავისი შვილებიც დროს უნდა გაატანოს

და საყვარელი ქალიც უნდა მრავალ სხვა ქალში გააზავოს.

კი, ჩემი სული ზანგი ჭრიჭინაა და შენი მზერის ღამეში მღერის

და თუმცა ოდესღაც “ღამის მღერალი” მერქვა,

მას მერე, რაც პლებეებს ყბაში ჩავუვარდი და დამერქვა “ღამურა”,

მე ველოდები მეტემფსიქოზს და რეინკარნაციას,

რომ დავიბადო ისევ ღამის,

ოღონდ ორ მომღერლად

და ჩვენი ფრთები გახდეს უკუნეთის ქუთუთოები

და ზურგებზე შემოვისვათ ორი ჭრიჭინა

და ვამოგზაუროთ ისინი შენი

გონების გრილ ფოთლებში,

როცა შუაღამის მწვანე მზე აუტანლად მცხუნვარე იქნება.

კაცი ეძებს ქალღმერთს

და ქალის ტანი საკურთხეველია აქაც კი,

ამ ქვეყანაში და ეს საქართველო ხომ

თავიდანვე ნანგრევებადაა აშენებული

და ამიტომ იტანს ამდენ ისტორიას

და ეს ქალაქიც,

ეს თბილისიც დაბადებიდანვე მომაკვდავია

და სულს ღაფავს,

ოღონდ სულის მაგივრად

ყველა სიკვდილის ფერმკრთალ განმავლობაში

მას ამოხდება ხოლმე

ღამის ორი ცრემლი -

ზანგი ჭრიჭინა და ირიბი ღამურა -

პოეტი.

აქ პოეტი არ ბერდება,

არამედ პირდაპირ კვდება.

ვერცერთი მშობელი ვერ დაეწევა შვილს

და ვერცერთი შვილი ვერ გაექცევა მშობელს

და ამიტომ მათ ცალ-ცალკე უნდა იცხოვრონ,

როგორც პოეტმა და მისმა ლექსმა.

Expand full comment

Love Bob Kaufman. Brilliant and largely undiscovered. That should change!

Expand full comment

Thanks again.

Expand full comment